დავით ხუციშვილი ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია

დავით ხუციშვილი ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ქვიშის პირველ თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. დავით ხუციშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა, მამუკა კორძაია კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველი ფალავანი ასპარეზობას A ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში ჩილიელი მარსელო ანტონიო კასტრო კუმსილე 3:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით მოუგო ესპანელ დავიდ დე ხესუს პერეს კუინტანას. მესამე შეხვედრა 0:0 დაასრულა აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება დავით ხუციშვილს დარჩა. 3:0 მოუგო რუმინელ ვასილ მადალინ მინზალას და…

მეტი

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშით მოჭიდავეთა ნაკრები 12-16 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს. ეროვნულ გუნდს, ხვალ, ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმოდ გააცილებენ. ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე, რომელიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით გაიმართება, სპორტის 14 დისციპლინაში, 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქვიშის თამაშებზე, საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ● ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) ● დავით ხუციშვილი (80 კგ) ● დათო მარსაგიშვილი (90 კგ) ● მამუკა კორძაია (+90 კგ)

მეტი