მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო – რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც სოსო მაისურაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელები 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა,…

მეტი

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

სეოკში ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტსმენთა გაცილების ცერემონია გაიმართა

სეოკში ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტსმენთა გაცილების ცერემონია გაიმართა

დღეს,საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. გაცილების ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფესტივალის ლიცენზიანტი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა….

მეტი

მამუკა ბახტაძე: ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი

მამუკა ბახტაძე: ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა “რუსთავი 2″-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი. “ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის…

მეტი

მამუკა ბახტაძე: “ქართული ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება რეზინის ტყვიები

მამუკა ბახტაძე: “ქართული ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება რეზინის ტყვიები

საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და სხვადასხვა ტიპის გაზს იყენებენ, დეზინფორმაციაა და ეს არასდროს ყოფილა “ქართული ოცნების” ხელწერა. “სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების“ ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა…

მეტი

უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს? – პრემიერ-მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს? – პრემიერ-მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. “მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ”, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის თაობაზე, – “გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი”. რაც შეეხება კითხვას თავად პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლის…

მეტი

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს. კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. „მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ…

მეტი

მამუკა ბახტაძე: მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს

მამუკა ბახტაძე: მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს

“მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს მიულოცა 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. “დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს…

მეტი

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში, ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების…

მეტი

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

“დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს”, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “თქვენო უწმინდესობავ! ქალბატონო პრეზიდენტო! ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო! პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო! ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!…

მეტი
1 2