ჯვართამაღლების ტაძარში, პანდემიის დასრულებამდე, მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

ჯვართამაღლების ტაძარში, პანდემიის დასრულებამდე, მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

მამა თეოდორე გიგნაძის გადაწყვეტილებით, ჯვართამაღლების ტაძარში, პანდემიის დასრულებამდე, მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს. სასულიერო პირის განმარტებით, ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა არა მრევლმა, არამედ ეკლესიებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. “ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ, შეიძლება სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის თითოეულ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის…

მეტი