მაიამის მასტერსი: ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელის წინააღმდეგ

მაიამის მასტერსი: ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელის წინააღმდეგ

მაიამის ღია პირველობის 1/8 ფინალში, დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან გაარკვევს ურთიერთობას. მერვედფინალამდე ქართველი ჩოგბურთელი შთამბეჭდავი გამარჯვებებით მოვიდა. ჯერ გერმანელი მიშა ზვერევი – 6:3, 6:2 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 7:6, 6:3 სძლია. ჰაასესთან გამარჯვებით ბასილაშვილმა 65 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო კვალიფიკაციაში მე-17 ადგილზე პოზიცია გაიმყარა, რომელზეც ზვერევის დამარცხების შემდეგ გადაინაცვლა. რაც შეეხება ალიასიმს, ის ახალგაზრდა, პერსპექტიული ჩოგბურთელია და მსოფლიო რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილისა და ალიასიმის დაპირისპირება, თბილისის…

მეტი

ჰაასე დამარცხებულია – ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1/8 ფინალშია

ჰაასე დამარცხებულია – ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1/8 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის 1000-იანი მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა, 1/16 ფინალში, ჰოლანდიელი რობინ ჰაასე, ორ სეტში – 7:6, 6:3 დაამარცხა და მაიამის ღია პირველობაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრამ საათი და 31 წუთი გასტანა. აქედან, 55 წუთი გაგრძელდა პირველი სეტი, რომელიც ბასილაშვილმა ბრეიქით დაიწყო, შემდეგ კი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ, ტაიბრეიქში აჯობა ჰოლანდიელს. ამ მოგებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 65 სარეიტინგო ქულა შეიძინა და 1930 ქულით, მე-17 პოზიცია გაიმყარა.

მეტი

მაიამის მასტერსი: ბასილაშვილი ჰაასეს წინააღმდეგ ითამაშებს

მაიამის მასტერსი: ბასილაშვილი ჰაასეს წინააღმდეგ ითამაშებს

მაიამის 1000-იანი მასტერსის 1/16 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი მაიამის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში მე-17 ნომრად იყო განთესილი და პირველივე შეხვედრაში, გერმანელი მიშა ზვერევი იოლად, ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მონფილსი-ჰაასეს წყვილს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა, თუმცა მონფილსმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა. გარდა ერთეულთა თანრიგისა, პირველი გამარჯვება მოიპოვა წყვილებში ქართველმა, მოლდოველ მეწყვილეთან ერთად. ბასილაშვილი-ალბოტის ტანდებმმა მაქლაქლანი-სკუპსკის წყვილს 6:2, 6:4 სძლია. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და…

მეტი

მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიშა ზვერევი იოლად დაამარცხა

მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიშა ზვერევი იოლად დაამარცხა

წარმატებით აიღო სტარტი მაიამის მასტერსზე, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე, ძირითად ბადეში, მე-17 ნომრად იყო განთესილი და მისი პირველი მეტოქე, გერმანელი მიშა ზვერევი იყო, რომელიც ახლა, მსოფლიო კვალიფიკაციაში 75-ე ადგილს იკავებს, საუკეთესო მაჩვენებელი კი, კარიერაში 25-ე პოზიცია ჰქონდა. ბასილაშვილს, მეტოქის დასამარცხებლად, სულ საათი და რვა წუთი დასჭირდა და ორ სეტში, იოლად – 6:3, 6:2 მოიგო. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ და ქართველმა გერმანელს პირველად მოუგო. ბასილასშვილმა დღეს 20 სარეიტინგო ქულა შეიძინა…

მეტი