2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში 2019 წლის სპორტული წელი შეაჯამა. გამარჯვებულები 11 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, გარდა ამისა, უწყებამ 9 სპეციალური პრიზიც დააწესა. 2019 წლის სპორტსმენად, განსხვავებით წინა წლებისგან, ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა. ესენი არიან: ლაშა ტალახაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია. ნომინაციების გამარჯვებული და სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ: 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი,…

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ქართველმა ფალავანმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტრიუმფით დაასრულა და თავისივე დამყარებული რეკორდები დაამხო. წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-მა ხმის მიცემით გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ლაშა ტალახაძეს ერგო, შედეგებით მეორე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, მესამე კი – ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება: წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი…

მეტი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს გამოავლენს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს გამოავლენს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. სესია ჩატარდება 2019 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”. სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები. დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2019…

მეტი

ცინდაოს მასტერსი: ჩხვიმიანი, ნინიაშვილი და ეთო ლიპარტელიანი დამარცხდნენ, მარგველაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

ცინდაოს მასტერსი: ჩხვიმიანი, ნინიაშვილი და ეთო ლიპარტელიანი დამარცხდნენ, მარგველაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში სტარტი აიღო ძიუდოს მასტერსმა, რომელიც 14 დეკემბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტურნირისთვის, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება, ასეთია: -60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი -66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -81კგ – ტატო გრიგალაშვილი -90კგ – ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური -100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი +100კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი -57კგ – ეთერ ლიპარტელიანი სამწუხაროდ, -60 კგ წონით კატეგორიაში, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ახალგაზრდული ევროპისა…

მეტი

სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლას სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრები ეწვივნენ

სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლას სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრები ეწვივნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლაში, სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იმყოფებოდნენ, რომლებიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან. სახელოვან სპორტსმენებს, წითელუბნის საჯარო სკოლაში სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს. სპორტსმენებმა მოსწავლეებთან თავიანთი წარმატებების, სპორტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. სტუმრებმა წითელუბნის საჯარო სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი, ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა და სუვენირები გადასცეს. შეხვედრა…

მეტი

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა და მესამე ადგილს დაეუფლა. ხვალ, მედლისთვის ბრძოლაში -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი ჩაერთვება. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (-60კგ).  

მეტი

“არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი” – ძიუდოს ევროპული გაერთიანება ლუხუმ ჩხვიმიანს გაეხუმრა

“არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი” – ძიუდოს ევროპული გაერთიანება ლუხუმ ჩხვიმიანს გაეხუმრა

“არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი”(“Don’t make the world champion Lukhumi Chkhvimiani angry. #judoworlds) – ასე გაეხუმრა ძიუდოს ევროპული გაერთიანება მსოფლიოს ახალ ჩემპიონს -60 კგ წონით კატეგორიაში, ქართველ ლუხუმ ჩხვიმიანს. ევროპულმა გაერთიანებამ ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სახალისო წარწერა აქვს გაკეთებული – “ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური”? ლუხუმ ჩხვიმიანმა, ტოკიოში, 25 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უზბეკი ლუტფილაევი იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

მეტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრები მედლების გარეშე დარჩა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ეროვნული გუნდის ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავდნენ. მარგველაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ეგვიპტელ ახმედ აბელრახმანთან, შემდეგ წრეში კი კორეელ კიმთან დამარცხდა. ბაგრატ ნინიაშვილმა გვინეელი და ავსტრალიელი მეტოქეების ბარიერი დაძლია, თუმცა მონღოლ იონდონპერენლეისთან დასანანი მარცხი განიცადა. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გოლდენ სქორში კი ქართველმა მესამე  შიდო მიიღო და გამარჯვება მონღოლს დარჩა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ლუხუმ ჩხვიმიანის…

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) ძიუდოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია. იაპონიაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავნმა უზბეკი ლუტფილაევი იპონით დაამარცხა. ჯამში, საფინალო დაპირისპირებაში ჩხვიმიანმა ორი იპონი შეასრულა, თუმცა, ვიდეორეფერის შემდეგ, მსაჯებმა მას მხოლოდ ვაზარი მიაკუთვნეს, რამდენიმე წამში კი ქართველმა კვლავ შეუსრულა მომგებიანი გდება მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ხვალიდან, ასპარეზობაში -66 კგ წონითი კატეგორია ჩაერთვება, სადაც საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.  

მეტი
1 2 3