თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს, ეროვნულმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა იპონით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, მაგრამ მსაჯების შეცდომების ხარჯზე, ის სამი შიდოთი დამარცხებულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ლიპარტელიანს, საერთოდ გაუგებარია,…

მეტი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პრაღაში მიმდინარე ევროპირველობაზე, დღეს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ყულაბაში მედალი ჩააგდო, ლაშა შავდათუაშვილია (-73კგ), რომელიც ფინალში მოლდოველ სტერპუსთან დამარცხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში კი, ქართული 1/4 ფინალის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა ფინალისკენ გააგრძელა ბრძოლა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა, ტატო გრიგალაშვილმა კი ოქრო არავის დაანება. ხვალ, შეჯიბრის ბოლო დღეს, ტატამზე დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ. -90 კგ წონით კატეგორიაში –…

მეტი

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა, -81 კგ წონით კატეგორიაში, 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა. იტალიელი და ბერძენი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალისთვის ბრძოლა ორ ქართველს, ტატო გრიგალაშვილსა და ლუკა მაისურაძეს შორის შედგა, სადაც გრიგალაშვილი უკეთესი აღმოჩნდა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ბულგარელი ივანოვი დააიპონა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი არ დათმო ლუკა მაისურაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი დე ვიტი დაამარცხა. დღესვე, -73 კგ…

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა და მესამე ადგილს დაეუფლა. ხვალ, მედლისთვის ბრძოლაში -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი ჩაერთვება. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (-60კგ).  

მეტი

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (-81კგ), მინსკის ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს სძლია და საქართველოს ნაკრებს მორიგი მედალი მოუტანა. სულ, ამ დროისთვის, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალია. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), რუსი დენის იარცოვის დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანელ ორუჯოვთან წააგო, ბრინჯაოს ფინალი კი ასევე აზერბაიჯანელ ჰეიდაროვთან.

მეტი

21 წლის ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან პრი მოიგო

21 წლის ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან პრი მოიგო

21 წლის ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე (-81კგ) ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია. ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში, იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა, თუმცა ფინალამდეც არანაკლებ შთამბეჭდავი გამარჯვებებით მივიდა. ნახევარფინალში, მაისურაძემ რუსების ოლიმპიურ ჩემპიონს, ხასან ხალმურზაევს სძლია, 1/4 ფინალში კი – ოლიმპიურ პრიზიორს, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს აჯობა. 21 წლის სპორტსმენმა, ანტალიაში, კარიერაში თავისი პირველი გრან პრი მოიგო.

მეტი