კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 03:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, სამუშაოები იწარმოებს ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. ამიტომ, ტრანსპორტი შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით იმოძრავებს. რეაბილიტაციის პერიოდში, გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა. ზემოთხსენებული დროებითი სქემით, კახეთის…

მეტი