დავით ხუციშვილი ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია

დავით ხუციშვილი ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ქვიშის პირველ თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. დავით ხუციშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა, მამუკა კორძაია კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველი ფალავანი ასპარეზობას A ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში ჩილიელი მარსელო ანტონიო კასტრო კუმსილე 3:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით მოუგო ესპანელ დავიდ დე ხესუს პერეს კუინტანას. მესამე შეხვედრა 0:0 დაასრულა აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება დავით ხუციშვილს დარჩა. 3:0 მოუგო რუმინელ ვასილ მადალინ მინზალას და…

მეტი

ლევან ქელეხსაშვილის ოქრო და დათო მარსაგიშვილის ვერცხლი ქვიშის პირველ თამაშებზე

ლევან ქელეხსაშვილის ოქრო და დათო მარსაგიშვილის ვერცხლი ქვიშის პირველ თამაშებზე

მსოფლიო ქვიშის პირველ თამაშებზე საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველივე საშეჯიბრო დღეს ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე, სადაც საქართველოს ნაკრები ოთხკაციანი გუნდით ქვიშის ჭიდაობაშია წარმოდგენილი, დებიუტშივე წარმატებას მიაღწია. 14 ოქტომბერს მედლების კომპლექტი გათამაშდა 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ორივე შემთხვევაში ფინალებამდე გაიკვალეს გზა ლევან ქელეხსაშვილმა და დათო მარსაგიშვილმა. ქელეხსაშვილმა (70 კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი აბდულრაჰმან იბრაჰიმი –…

მეტი

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშით მოჭიდავეთა ნაკრები 12-16 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს. ეროვნულ გუნდს, ხვალ, ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმოდ გააცილებენ. ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე, რომელიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით გაიმართება, სპორტის 14 დისციპლინაში, 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქვიშის თამაშებზე, საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ● ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) ● დავით ხუციშვილი (80 კგ) ● დათო მარსაგიშვილი (90 კგ) ● მამუკა კორძაია (+90 კგ)

მეტი

3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა. დათო მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი და ლევან ქელეხსაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედალი ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ +90კგ წონით კატეგორიაში დათმო, სადაც მამუკა კორძაიამ ბრინჯაო აიღო. ხუციშვილმა (80კგ) ტურნირზე ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელი რადულოვი 4-2 დაამარცხა, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოუგო….

მეტი