ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას”, ფინანსური დავალიანებების გამო, ფეხბურთელები ტოვებენ. გუნდი ზურაბ ღირდალაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, გიორგი გაფრინდაშვილმა და დავით საჯაიამ დატოვეს. მათი გათავისუფლების ფურცელი ძალაში 18 ივნისიდან შევა. კლუბმა მოთამაშეებს მხოლოდ აპრილის თვის ხელფასის 25% ჩაურიცხა, დარჩენილ დავალიანებას კი, როდის გაისტუმრებენ, ამას ფეხბურთელებს ვერ ეუბნებიან. “ვიტ ჯორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 50 ათასი ლარითა და მინუს 6 ქულით დააჯარიმა. საქმე გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებს ეხება. გუნდის 5 ფეხბურთელს – შეროზიას, გეთიაშვილს, ღუდუშაურს,…

მეტი

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფანები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დღეს გამოთქმულ განცხადებებსა და ბრალდებებზე, ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულშემატკივრები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. კლუბის ფანებმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან „ტორპედოს“ ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა. უპირველეს რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ტორპედოს“ მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში – ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს,…

მეტი

ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომის გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა

ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომის გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომების გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა. ამ ინფორმაციას on.ge საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჯარიმების წესი “თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში ერთხელ, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება. სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტი…

მეტი

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელმა უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. სფფ-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემა ჩვეული ამბავია, თუნდაც, საქართველოს სამეზობლოში, სადაც 6 თვეც არ აუღიათ ხელფასები გუნდში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავის ულაპარაკია. ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი უაზრო კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელია. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ვისაუბრო, რადგან ამაზე ხშირად ისმება კითხვა, არის ერთ-ერთი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო“, სადაც არსებობს…

მეტი

ლევან კობიაშვილი: ვაფრთხილებ ყველას, მოედანს ვერ ეღირსება ვერავინ

ლევან კობიაშვილი: ვაფრთხილებ ყველას, მოედანს ვერ ეღირსება ვერავინ

„არ გაბედოს არავინ, რომ ეს ადამიანები, ეს ფეხბურთელები დაიცვას ვინმემ. ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს. ეს ადამიანები არიან იმის ღირსი, რასაც მიიღებენ და გარანტიას ვიძლევი, რომ მიიღებენ“, – ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სფფ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არ დაელოდება გამოძიების შედეგებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ფეხბურთელი და პირი, რომელიც გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, ვერასდროს გაეკაროს ფეხბურთს და ვერ ითამაშოს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,…

მეტი

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

„დღეს აქ იმყოფებიან ჩემი მეუღლე და ჩემი გოგო, თამუნა და სალომე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სულ ყოველთვის, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, მეუღლეს და იცით, ზოგადად, ხშირად წასული ვიყავი, ვმოგზაურობდი თამაშის დროს, ხშირად იყო უკმაყოფილებები, როდის დაბრუნდები, როდის მოხვალ, სულ წასული ხარ, როდესაც მორჩა კარიერა, ფიქრობდნენ, რომ ახლა ხომ სახლში იქნებაო და ბუნებრივია, ახლა უფრო მეტად გასული ვარ და რასაკვირველია, მათი მხარდაჭერა და გვერდში…

მეტი

28 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – ლევან კობიაშვილი სფფ-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

28 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – ლევან კობიაშვილი სფფ-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ უხელმძღვანელებს. “ჰუალინგში” ამ წუთებში სფფ-ს 29-ე საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს, სადაც ფარული კენჭისყრით ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა 28 დარეგისტრირებულმა დელეგატმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს მისცა.        

მეტი

ლევან კობიაშვილს, სფფ-ს პრეზიდენტად, მეორე ვადით ხვალ აირჩევენ

ლევან კობიაშვილს, სფფ-ს პრეზიდენტად, მეორე ვადით ხვალ აირჩევენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, პრეზიდენტის პოსტზე ხვალ მეორე ვადით აირჩევენ. კობიაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც მოქმედი 30 ხმის მიმცემი სუბიექტიდან  მხარს 28 უჭერს. 29-ე ყრილობაში მონაწილეობას ქვემო ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია არ მიიღებს, რომელიც ყრილობაზე არ დარეგისტრირებულა, დანარჩენი 29 სუბიეტიდან, კობიაშვილის კანდიდატურა მხოლოდ ერთმა – “ზესტაფონმა” არ წარადგინა. შესაბამისად, საარჩევნო ყრილობა მხოლოდ ფორმალობაა. სუბიექტები, რომლებმაც კანდიდატად ლევან კობიაშვილი წარადგინეს: 1.ს.კ. დინამო თბილისი 2.ს.კ. სიონი 3. ს.კ. მერანი მარტვილი 4.ს.კ. სამტრედია 5.ს.კ.ცხინვალი 6.ს.კ.ვიტ ჯორჯია…

მეტი

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა. 2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით, თანამშრომლებს  9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი. დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ…

მეტი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 29 სუბიექტი აირჩევს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 29 სუბიექტი აირჩევს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ლევან კობიაშვილს, 15 თებერვალს 29 სუბიექტი აირჩევს. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 29-ე საარჩევნო ყრილობაზე, 30 სუბიექტიდან 29 დარეგისტრირდა. ერთადერთი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ქვემო ქართლის რეგიონული ფედერაციაა. ლევან კობიაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატად, 30 სუბიექტიდან 28-მ წარადგინა. შესაბამისად, 15 თებერვალს გასამართი საარჩევნო ყრილობა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ლევან კობიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს: 1.ს.კ. დინამო თბილისი 2.ს.კ. სიონი 3. ს.კ. მერანი მარტვილი 4.ს.კ. სამტრედია 5.ს.კ.ცხინვალი 6.ს.კ.ვიტ ჯორჯია 7.ს.კ.ტორპედო ქუთაისი 8.ს.კ.კოლხეთი 1913 9.ს.კ.გაგრა 10.ს.კ.ზუგდიდი…

მეტი
1 2