პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს საპატრიარქოში უმასპინძლა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის გამო დააკავა და მოგვიანებით, მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 28 დეკემბერს კი ის გაათავისუფლეს. ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დიდი წვლილი ქართველ მოჭიდავეებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც ექიმი ოჯახთან კონტაქტს ახერხებდა და სათანადო პირობებში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს პატრიარქმა, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან ერთად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა…

მეტი