2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლადო გეგეშიძის გუნდს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. ლევან არაბულს (130კგ) შეეძლო 46 წლიანი ნავსი გაეტეხა და ამ სახეობაში, მძიმე წონაში საქართველოსთვის ოქროს მედალი მოეტანა, თუმცა მან ფინალში ხასიათი ვერ გამოავლინა და ვერცხლს დასჯერდა. ოქროს ფინალი დათმო ახალგაზრდა ირაკლი (იური) ლომაძემაც, რომელმაც ფინალამდე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები ჩამოიშორა, თუმცა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან, გერმანელ შტებლერთან ვერაფერი…

მეტი

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ამირან შავაძემ (60კგ), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ფინალში, ქართველმა ფალავანმა რუსი ლოკიაევი 6:6-ზე 4-ქულიანი გდების უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა. ამ დროისთვის, ლადო გეგეშიძის  გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. გუშინ, საჩემპიონი დაპირისპირებაში ლევან არაბულმა (130კგ) რუმინელ მეტოქესთან წააგო, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) კი ასევე რუმინელ ტიტას შანსი არ დაუტოვა. დღეს, ეროვნული გუნდისთვის ერთადერთი ოქროს მედლის მოტანას იური ლომაძე  (72კგ) შეეცდება.

მეტი

ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქულადაუკარგავად გავიდა

ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქულადაუკარგავად გავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მძიმეწონოსანი ლევან არაბული, ხვალ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი ფალავნი ისე გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალში, რომ მას არცერთ მეტოქესთან ქულაც კი არ დაუკარგავს. ნახევარფინალური დაპირისპირება არაბულმა ფინელ სავოლაინენს აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო და ხვალ რუმინელ მეტოქეს დაეჭიდება. კიდევ ერთი, ვინც ლადო გეგეშიძის გუნდიდან პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მედლისთვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმიაა. მსოფლიო ჩემპიონმა, რუს კაბალოევთან 2:5 წააგო და მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვს. ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით…

მეტი

ნუგზარ წურწუმია და ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ნუგზარ წურწუმია და ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლევან არაბული (130კგ). მსოფლიო ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ ფინალამდე გზა ისე გაიარა, რომ ქულა არ დაუკარგავს, სამი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალის საგზურისთვის რუს კაბალოევს დაეჭიდება. ასეთივე შთამბეჭდავი გზა ჰქონდა ნახევარფინალამდე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანს, რომელიც ფინალისთვის ფინელ სავოლაინენს. რაც შეეხება თორნიკე ძამაშვილს, მან პირველ შეხვედრაში სომხების მსოფლიო ჩემპიონს სძლია, შემდეგ კი რუს კომაროვთან ბოლო წამზე 4 ქულიანი…

მეტი