- რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
- ისტორიული ოქრო ტურინიდან - რევია-კაზაკოვას წყვილი გრან პრის გამარჯვებულია(ვიდეო)
- თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- ბავშვთა ქალაქ "მზიურში" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა
3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა. ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.
მეტი