6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

ლაშა ბექაურმა ნიკა შერაზადიშვილი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა ნიკა შერაზადიშვილი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია

19 წლის ძიუდოისტი, ლაშა ბექაური (-90კგ) ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა, ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა და ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა ჩემპიონობის გზაზე აზერბაიჯანელი, ჰოლანდიელი და იაპონელი მეტოქეები ჩამოიცილა. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც მესამე ადგილისთვის რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება. ლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსის მოგებით 1800 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. აღნიშნულ ტურნირზე კი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება. ჩინეთში გამგზავრებამდე, ლაშა…

მეტი