IPSOS – პროდასავლური ოპოზია 55%; ქართული ოცნება 39 %

IPSOS – პროდასავლური ოპოზია 55%; ქართული ოცნება 39 %

„მთავარი არხის“ დაკვეთით, ფრანგულმა კომპანიამ IPSOS, სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის 55 %  მხარს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერს, ხოლო არსებული ხელისუფლება მხარდაჭერას საზოგადოების 39%-ისგან მიიღებს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლიდერი ქართული ოცნება იქნება და მას ამომრჩეველთა 34 %-ის მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხუთპროცენტიან ზღვარს გადალახავენ: ნაციონალური მოძრაობა (29%), ევროპული საქართველო (10%), ლეიბორისტული პარტია (6%) პატრიოტთა ალიანსი (5%)….

მეტი

„ქართული ოცნება“ – 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13%, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 8%

„ქართული ოცნება“ – 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13%, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 8%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ – 20%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“…

მეტი

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

ქართული ჯარი 86%-ით ნდობის რეიტინგის ლიდერია. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი. წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა 4 %-ით დაკარგა. მისი რეიტინგი დღეს 85%-ია. ახალი კვლევით, ჯარის რეიტინგი გაზრდილია და 86% შეადგენს, მესამე  ადგილზე 72%-ით ქართული მედიაა, ხოლო მეოთხეზე, 59%-ით პოლიცია. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%;…

მეტი

დავით ბაქრაძე – 57%, კახა კალაძე – 49%, დავით უსუფაშვილი – 47%

დავით ბაქრაძე – 57%, კახა კალაძე – 49%, დავით უსუფაშვილი – 47%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 %-ის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49 %-ით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 %. პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პროცენტები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 41 %, ალექსანდრე ელისაშვილი – 39 %, გიორგი გახარია – 39 %, შალვა ნათელაშვილი – 39 %, გიორგი ვაშაძე – 34 %, ნიკა მელია – 34 %, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 %,…

მეტი

IRI-ის კვლევა: „ქართულ ოცნება“ – 23 %, დანარჩენი ოპოზიცია – 41 %

IRI-ის კვლევა: „ქართულ ოცნება“ – 23 %, დანარჩენი ოპოზიცია – 41 %

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით Baltic Surveys/The Gallup Organization-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს. ც32%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% არცერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს ხმის მიცემას. რაც შეეხება ოპოზიციის ჩაშლილ მონაცემებს: ენმ – 15% ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5% ლეიბორისტები – 5%…

მეტი