Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

შესაძლოა, არარეალურად გამოიყურება, მაგრამ 2022 წლიდან ადამიანები შვებულების გატარებას უკვე კოსმოსში მდებარე სასტუმროში შეძლებენ.   ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2018 წლის აპრილში, Space 2.0-ის კონფერენციაზე, სან-ხოსეში (კალიფორნია) გამოაცხადეს, რომ Aurora Station (სადგური “ავრორა”) იქნება მსოფლიოში პირველი სასტუმრო ორბიტაზე.  “ავრორას” სტუმრებს, 12 დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ დედამიწის კოსმოსიდან ყურებით და დააკვირდნენ ჩრდილოეთის ნათებას. მათ არ მოუწევთ ასტრონავტების მსგავსად ცხოვრება, რადგან სასტუმრო – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ლუქს-ვერსია იქნება. ამასთან, ისინი ნამდვილად კოსმოსში დაიძინებენ, ორბიტაზე, რომელიც ჩვენი…

მეტი

იდუმალი რადიოსიგნალები დედამიწაზე შორეული გალაქტიკებიდან მოდის

იდუმალი რადიოსიგნალები დედამიწაზე შორეული გალაქტიკებიდან მოდის

მეცნიერებმა ამოუხსნელი ბუნების უცნაური რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც დედამიწაზე სხვადასხვა გალაქტიკიდან მოდის. როდესაც ეს სიგნალები (FRB – სწრაფი რადიოიმპულსები) დედამიწის რადიოტელესკოპებამდე აღწევს, ისინი წამში ათასობით ნაწილად ფეთქდებიან და იკარგებიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასეთი იმპულსები უკვე რამდენიმე ათეული დაფიქსირდა, თუმცა ამ კვირაში სიგნალები უწინდელზე უცნაური გახდა – ისინი მეორდებოდნენ. მეცნიერებს არ შეუძლიათ, დაზუსტებით თქვან, რასთან გვაქვს საქმე და საიდან მოდიან რადიოტალღები, ამიტომ რამდენიმე შესაძლო ვერსიას განიხილავენ. პირველი ვერსია – ნეიტრონული ვარსკვლავია. როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება და კვდება, ის,…

მეტი

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს მისია, რომელიც მზისკენ ორთვენახევრის წინ გაემართა, ვარსკვლავს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა – და იგი მოძრაობას ისევ აგრძელებს. წინა რეკორდი ამერიკულ-გერმანულ ერთობლივ თანამგზავრს – „ჰელიოს 2“-ს ეკუთვნოდა: 1976 წელს ის მზეს 42,73 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა. „პარკერი“, რომლის ამოცანაა – „შეეხოს მზეს“, ვარსკვლავს 7-ჯერ უფრო ახლო მანძილზე უნდა მიუახლოვდეს. მზესთან მიახლოების უკიდურეს წერტილში აპარატს ვარსკვლავიდან 6 მილიონი კილომეტრი უნდა აშორებდეს – ეს 25-ჯერ უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი პლანეტის ორბიტა. მზისკენ სვლის დროს „პარკერმა“ უკვე დაამყარა ახალი…

მეტი