ოზურგეთში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნა

ოზურგეთში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნა

ოზურგეთში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნეს. “ჭადრების ბაღში“ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა. გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების, აგრეთვე, ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გამოფენა. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე, ადგილობრივმა ფოლკლორულმა და საესტრადო ჯგუფებმა სხვადასხვა საკონცერტო ნომრები შეასრულეს. შედგა შოუ პროგრამა „ეროვნული სამოსი. მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ ის 11 წარმატებული ახალგაზრდა დააჯილდოვეს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100 %-იანი გრანტი მიიღეს, მათ მუნიციპალიტეტისგან 3000-3000 ლარი გადაეცათ. დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო…

მეტი

ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის გადასახვევიდან დაბა ნარუჯის გავლით, ლაითურის ცენტრამდე დამაკავშირებელი 7 280 გრძივი მეტრი გზის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა, შპს “გზამშენი18” ახორციელებს. სარეაბილიტაციო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო. გზის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

მეტი

ოზურგეთში “გომისმთობის” დღესასწაული აღინიშნა

ოზურგეთში “გომისმთობის” დღესასწაული აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ა.(ა).ი.პ. “კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის” ორგანიზებით კურორტ გომისმთაზე “გომისმთობის” სახალხო დღესასწაული აღინიშნა. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: “კოლხას,” “შვიდკაცას,” “ლაშა-გიორგის,” “ედელვაისის,” “ზენაარის,” და “ვახტანგურის” კონცერტი. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. “დღეს უზარმაზარი პოტენციალის მქონე სამთო კურორტზე ვიმყოფებით, რომელიც ძალიან მალე გახდება ჩვენი მუნიციპალიტეტის სავიზიტო…

მეტი

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

2008 წლის აგვისტოს ომის მე – 11 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, საქველომოქმედო ასიციაცია “გურიას” ბენეფიციარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს. 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა…

მეტი

ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდა

ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდა

ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოინახულა.                         სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბეტონისა და კაუჩუკის ფილებით მოეწყო სკვერის შიდა ტერიტორია, დამონტაჟდა ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები: მინიკარუსელი, სასრიალო, ხელოვნურსაფრიანი საკალათბურთო მოედანი, განთავსდა პარკის ინფრასტრუქტურა და სანაგვე ურნები, მოეწყო გარე განათების სისტემა.                           სამშენებლო სამუშაოები ტენდერში…

მეტი

შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კურორტ შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ატრაქციონების პარკ „ციცინათელასა“ და “მინიატურების პარკში” ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. სეზონის საზეიმო გახსნას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. ატრაქციონებმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასოდ იმუშავეს. ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან“ არსებული ფოკლორული ანსამბლების ჩართულობით ჩატარდა. ღონისძიების კომპოზიციურ გაფორმებაზე ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ…

მეტი