ვუგულშემატკივროთ თბილისს! – ხმის მიცემა დაიწყო

ვუგულშემატკივროთ თბილისს! – ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს.  საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ხმის მიცემის პროცედურა 5 თებერვლამდე გაგრძელდება. „რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამისთვის საჭირო იყო თბილისის ფოტოები სხვადასხვა უბნიდან, ლოკაციიდან. შევარჩიეთ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო….

მეტი

ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 18 დეკემბერს, მთაწმინდაზე გაიმართა. გამარჯვებულებს შორის ყველაზე უმცროსი 51-ე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, ანანო ერაძეა. კონკურსში ასევე გაიმარჯვეს: თბილისის 166-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი ლომიძემ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ მასურაშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქურასბედიანმა, ბერშუეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანი წიკლაურმა და…

მეტი