ბრიტანული უშიშროება საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისად აფასებს

ბრიტანული უშიშროება საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისად აფასებს

The Telegraph-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისი იყოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანს დომინიკ რააბს მიაჩნია, რომ ოქტომბრის თვეში საქართველოში სახელმწიფო აპარატის, სამაუწყებლო კომპანიებისა და მათი ინტერნეტ საიტების ონლაინ შეტევა „სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება“ იყო. „საქართველომ დღეს მისთვის ჩვეული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი ამ შეტევაში. მას მყისვე დაუჭირეს მხარი გაერთიანებულმა…

მეტი