წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი კახი კახიაშვილია

წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი კახი კახიაშვილია

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, წლის საუკეთესო სპორტულ მენეჯერად დაასახელა. კახი კახიაშვილმა და მისმა გუნდმა, წელს, ბათუმში, ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურეს. გარდა ამისა, სეოკმა საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია ჭიდაობის ფედერაცია გახდა წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნინო სალუქვაძე წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე რეგიონალური აქტივობისთვის – სეოკის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაცია ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი თენაძე წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის…

მეტი

კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობასა და ნაკრების წარმატებას აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს უძღვნის. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ შეძლო და მსოფლიო გუნდების ელიტის სიაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი და სახელი. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს. ეს ჩვენ გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება. სულ მალე გვეზეიმოს ეროვნული სიმბოლიკით სოხუმში“, – აცხადებს კახი კახიაშვილი. საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა, ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 5 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.  

მეტი

სეოკ-ში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

სეოკ-ში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. დღეს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 50 წლისა გახდა. ღონისძიებას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გულითადად მიულოცა სახელოვან ძალოსანს მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი და სეოკ-ის სახელით ფულადი ჯილდო…

მეტი

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

6-13 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. მიმდინარე სამუშაოებს, უახლოეს დღეებში, აჭარაში, ადგილზე მოინახულებს სპეციალური კომისია. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორი დევიდ გოლდსტრომი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეაჯამებენ. კონტინენტის პირველობის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი…

მეტი