ჩორჩანასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

ჩორჩანასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი  ვითარების სრული დეესკალაცია და განმუხტვა იყო. “შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ…

მეტი