N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის – “ნეიროპლასტიურობა და განათლება” პრეზენტაცია გაიმართა

N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის – “ნეიროპლასტიურობა და განათლება” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის – „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. პროექტი რომელიც ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო…

მეტი

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. „რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი…

მეტი

ინკლუზიური განათლების მიმართულებით, N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა

ინკლუზიური განათლების მიმართულებით, N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა

თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალს ტრენინგამდეც ჰქონდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილება, შესაბამისად, სწავლება საკმაოდ ეფექტურად წარიმართა. კახაბერ…

მეტი