კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეებს შეხვდეს

კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეებს შეხვდეს

თბილისის მერი, კახა კალაძე, მზადყოფნას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში, ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეხვდეს. თბილისის მერია აქციის მონაწილეებს სთავაზობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს მათი შეთავაზებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც მერია შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე, ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეები შრომითი უფლებების დაცვას აპროტესტებენ. ამ ადგილზე გუშინ ტრაგედია დატრიალდა: კორპუსის მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა, მაშველებმა ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვნეს.  

მეტი

დედაქალაქის მერი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. „როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა, ხიდის  საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა  და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო…

მეტი

ისნის რაიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. „მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო…

მეტი

კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდაზე, ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდაზე, ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ტაძართან  მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივებს, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ. „რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და…

მეტი

კახა კალაძე: გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება

კახა კალაძე: გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურებში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს კიდევ ერთხელ სთხოვა, კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბურთალოს გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაცდომების წინააღმდეგ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება. „რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. წელს, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე პირადად გავამახვილე ყურადღება და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ კორუფციის წინააღმდეგ, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ჩვენ,…

მეტი

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გვირაბი სარეაბილიტაციოა და აღნიშნული საკითხის მოგვარება 2018 წლის მთავრობის დადგენილებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. „გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული გვირაბის  მოწესრიგება….

მეტი

კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი, კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის. განსახილველ საკითხთა შორის იყო, ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში შესახლების აკრძალვას ექსპლუატაციაში მიღებამდე; დეველოპერები ასევე გაეცნენ…

მეტი

ვარსკვლავები ბრუნდებიან – კახა კალაძე დღეს ლივერპულში ლეგენდების მატჩში ითამაშებს

ვარსკვლავები ბრუნდებიან – კახა კალაძე დღეს ლივერპულში ლეგენდების მატჩში ითამაშებს

დღეს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში, “ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდებს შორის საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი იმართება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონი, კახა კალაძეც მიიღებს. დაგეგმილ მატჩს თბილისის მერი სოციალურ ქსელში ეხმაურება და “ლივერპულთან”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილ მარცხსაც იხსენებს: “ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას “მილანში” წარმატებულს დავარქმევდი….

მეტი

ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა. სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან. „ეს…

მეტი

საცხოვრებელი ფართები კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ფართები კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან 22 ოჯახი, წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი ოჯახი კი – პოლიტკოვსკაიას N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში. „ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს. უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს….

მეტი
1 3 4 5 6 7 9