1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. “ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება,…

მეტი

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ…

მეტი

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. „ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და…

მეტი

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის – საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, – განაცხადა…

მეტი

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-მა გაიმარჯვა. „სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის…

მეტი

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები. „აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრი. მინდა, ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს…

მეტი

თბილისის მერია, დედაქალაქში, წლის ბოლომდე 220 რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერია, დედაქალაქში, წლის ბოლომდე 220 რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში  220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. „მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი  ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ.  „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც…

მეტი

სააღდგომოდ, თბილისში უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

სააღდგომოდ, თბილისში უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,…

მეტი

პროფესიული გადამზადების პროგრამაში – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება

პროფესიული გადამზადების პროგრამაში – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად,  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.  „ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა – ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა…

მეტი

თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის…

მეტი
1 2 3 4 5 10