2 წლის ანიტას ოპერაციას პირადად კახა კალაძე და თბილისის მერია დააფინანსებს

2 წლის ანიტას ოპერაციას პირადად კახა კალაძე და თბილისის მერია დააფინანსებს

თბილისის მერია და პირადად კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად.  კალაძე, ანიტას ოჯახს 30 000 ლარს გადაურიცხავს, ხოლო თბილისის მერია, შესაბამისი კალკულაციის მიღების შემდეგ, ანიტას მკურნალობას დანარჩენი თანხით დააფინანსებს. 2 წლის ანიტას დედა, მარიამ სადრაძე სოციალურ ქსელში კახი კალაძეს საჯარო მადლობას უხდის. „ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის ( თუმცა, რა თქმა უნდა, რა…

მეტი

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა. კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

მეტი

თბილისის მერია კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. “ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული…

მეტი

თბილისის მერის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მალე მოგვარდება

თბილისის მერის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მალე მოგვარდება

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ. „ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია….

მეტი

დედაქალაქის მერი “ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი “ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი მომავალ კვირას “ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობა და საკითხი იმ ეტაპზეა მისული, როდესაც სამშენებლო კომპანიების ჩართულობაა საჭირო. “ეს პრობლემა 6000 ოჯახს ეხება. ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ შეხვედრას მშენებლებთან. გვსურს წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. მივცეთ დაზარალებულებს შესაძლებლობა, რომ თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც მათ თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაურკვევლობაში იმყოფებიან,…

მეტი

კახა კალაძე: ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, რათა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს

კახა კალაძე: ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, რათა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს

“ჩემი, თქვენი და ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ”, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი…

მეტი

დავით ბაქრაძე – 57%, კახა კალაძე – 49%, დავით უსუფაშვილი – 47%

დავით ბაქრაძე – 57%, კახა კალაძე – 49%, დავით უსუფაშვილი – 47%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 %-ის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49 %-ით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 %. პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პროცენტები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 41 %, ალექსანდრე ელისაშვილი – 39 %, გიორგი გახარია – 39 %, შალვა ნათელაშვილი – 39 %, გიორგი ვაშაძე – 34 %, ნიკა მელია – 34 %, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 %,…

მეტი

კახა კალაძე: ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას

კახა კალაძე: ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას

“ქართული ოცნება” არ აპირებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებასა და ახალი ინიციატივის განხილვას. ამის შესახებ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პარტიის განცხადება წაიკითხა. კალაძის განმარტებით, სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ “ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში კი, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. “გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურადუკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად…

მეტი

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს. „კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის…

მეტი

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს. „გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის…

მეტი
1 2 3 4 12