კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც კალაძემ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიზნით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. „კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ვარკეთილში კეთდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სრული სტანდარტების დაცვით, ასევე, მცირე ზომის სტადიონი. საფეხბურთო კომპლექსი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე, აღჭურვილი იქნება ღამის განათებით, ირგვლივ ტერიტორია კეთილმოეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანი და…

მეტი

10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების გაცემის ვადის ამოწურვის შესახებ შეახსენა. “მინდა, მივმართო ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს, იაქტიურეთ, რადგან 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემა იწურება. მთავრობის ყველა სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ განცხადებებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის,…

მეტი

უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს

უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს

დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დააჯარიმდებიან. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცული იყვნენ დაზიანებისგან. “თქვენც ხედავთ, დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც კი. ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა მთავარი შედეგია და იგი მიმართულია…

მეტი

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია, ოპერატორებს გაესაუბრა და კონსულტაცია მიიღო. თბილისის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება. “დღეს უკვე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს. კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ….

მეტი

10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეძლებენ

10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეძლებენ

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. დედაქალაქის მერის თქმით, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ. “ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. მე, რა თქმა უნდა, მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში – ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი…

მეტი

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს. როგორც მერმა „ევრობასკეტი 2021“-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე სპორტის განვითარებას. „მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, რამდენი შრომაა  საჭირო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ერთია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თუმცა…

მეტი

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ. „სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის  მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს  სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში  სპორტსმენების ეკიპირებით  უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ  მუდმივი  მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის,   მათ მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.  თბილისის მერია…

მეტი

კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. თბილისის მერი პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას გაეცნო და ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მართვის ინსტიტუციური მოდელის მნიშვნელობაზე. კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ…

მეტი

კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საკადრო გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. “ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ”,…

მეტი

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლე აბანო. „პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის…

მეტი
1 2 3 9