ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა. კახა ჩხეტიანის გუნდი კახა ცხადაძის “ორდაბასთან” შინაც დამარცხდა. იმერულ კლუბს გასვლაზე მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული და შანსს ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის. ყაზახურმა კლუბმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახა ცხადაძე წვრთნის, მეორე ტაიმის ბოლო 14 წუთში შეძლო “ტორპედოს” კარში ორი ბურთის გატანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მომავალი მეტოქე გაარკვია საჩხერის “ჩიხურამაც”, რომელმაც ლუქსემბურგის “ფოლა” გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ ხუთშაბათს, სოსო ფრუიძის გუნდი შოტლანდიურ “აბერდინს” შეერკინება. “დინამო თბილისმა” შინ ანდორული “ენგორდანი” გაანადგურა…

მეტი

კახა ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: რუსულად არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია

კახა ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: რუსულად არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ყაზახურ “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხა, თანაც არა რუსულ, არამედ ქართულ ენაზე! როგორც იმერული კლუბის პრესცენტრი იუწყება, ყაზახური მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა – გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით, რატომ? “იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად”, – უპასუხა კახა ჩხეტიანმა. ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ…

მეტი

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელმა უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. სფფ-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემა ჩვეული ამბავია, თუნდაც, საქართველოს სამეზობლოში, სადაც 6 თვეც არ აუღიათ ხელფასები გუნდში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავის ულაპარაკია. ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი უაზრო კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელია. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ვისაუბრო, რადგან ამაზე ხშირად ისმება კითხვა, არის ერთ-ერთი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო“, სადაც არსებობს…

მეტი