“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“დეტროიტ პიტონსის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზაზას გუნდს, გამთენიას, მაიამიში, “მაიამი ჰიტთან” შეხვედრა ჰქონდა, რომელიც 108:74 წააგო. American Airlines Arena-ზე, ქართველი ჩოგბურთელი თანამემამულის საგულშემატკივროდ მივიდა. “მადლობა, ჩემო ბიჭო, მოსვლისა და თამაშზე მხარდაჭერისთვის”, – წერს ზაზა ფაჩულია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან “ინდიან უელსის” 1000-იან მასტერსზე პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო კვალიფიკაციის მე-18 ნომერი ახლა მაიამიშია და მორიგი ტურნირისთვის ემზადება.

მეტი

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

საკალათბურთო კლუბმა “ბასკონიამ” ესპანეთის თასის მომავალ მატჩს სარეკლამო ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელსაც ლაიტმოტივად “სამეფო კარის თამაშები” გასდევს. კლიპში მთავარ როლს ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელია ასრულებს. “ეს არის ჩრდილოეთის თავი” – ასე ჰქვია სამოტივაციო კლიპს, სადაც თორნიკე შენგელია ხიდზე თანაგუნდელს ხვდება და იმ ბურთს გადასცემს, რომლითაც “ბასკონია”, ესპანეთის თასზე, “ბადალონას” დამარცხებას ეცდება. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრას, თორნიკე შენგელია ტრავმის გამო დააკლდება. აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მეტი