თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად,  გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ ისაუბრა. „ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აქ არსებულ სკვერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკვერზე მომუშავე კომპანიის დათხოვნა მოგვიწია, რადგან ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ახლა ამ სამუშაოებს სხვა კომპანია…

მეტი