ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ელიტური ირანული სპეცდანაყოფების მეთაური, ქასემ სულეიმანი იმის გამო მოკლეს, რომ “ომი დასრულებულიყო, კი არ დაწყებულიყო”. “სულეიმანის ტერორის ბატონობა დასრულდა, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა ფლორიდაში მდებარე მარ-ალაგოს რეზიდენციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, – აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა შეუდარებლად ზუსტი დარტყმა განახორციელეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი – ქასემ სულეიმანი მოკლეს. იგი საშინელ, გარდაუვალ თავდასხმებს ახორციელებლდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე, მაგრამ ჩვენ ის დანაშაულის ადგილზე გამოვიჭირეთ და მისი ლიკვიდაცია მოვახდინეთ”. გენერალი ქასემ…

მეტი