საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტი იმ ბაზებს ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ. სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა…

მეტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები,…

მეტი