“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ “ახალგაზრდა სისხლის” გადასხმის პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც სხეულის დაბერების, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მსგავსი “მკურნალობის” პოპულარობისა და სიძვირისა, მისი ეფექტურობა არანაირი სამეცნიერო კვლევით დადასტურებული არ არის.  უფრო მეტიც, სისხლის ან პლაზმის დიდი მოცულობით გადასხმა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, კლინიკებში,  სადაც “ახალგაზრდა სისხლზე” მუშაობენ,  მოთხოვნა ამ პროცედურაზე დღითიდღე იზრდება. Business Insider-ის ინფორმაციით,…

მეტი

წითელას ახალი ეპიდაფეთქება საქართველოში – 312 შემთხვევა ორ კვირაში

წითელას ახალი ეპიდაფეთქება საქართველოში – 312 შემთხვევა ორ კვირაში

პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მონაცემები მზარდია. “გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. პირველი იანვრიდან უკვე 312 შემთხვევაა დაფიქსირებული. ძირითადად, წითელამ მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა შორის, დაახლოებით, 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8% არის 0-დან 1 წლამდე, 14% კი – 1-დან 5 წლამდე ” – აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია,…

მეტი

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

H1N1 ტიპის ვირუსით საქართველოში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი – სამედიცინო დაწესებულებისადმი პაციენტების დაგვიანებული მიმართვა და თანდართული დაავადებები იყო. გარდაცვლილთაგან ერთი ორსული ქალია, ერთ ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე პნევმონია ჰქონდა, დანარჩენ 6-ს კი – სხვა ქრონიკული დაავადებები. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ანტივირუსული პრეპარატის – “ტამიფლუს” გაცემას, საკუთარი მარაგიდან, უსასყიდლოდ აგრძელებს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით, პრეპარატის აღება მუნიციპალიტეტების…

მეტი