საქართველოს ნაკრები დანიაში განადგურდა

საქართველოს ნაკრები დანიაში განადგურდა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში, დანიის წინააღმდეგ 5:1 განადგურდა. დანიელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე, დოლბერგმა გიორგი ლორიას კარი აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა წონასწორობა 11 წუთში აღადგინა. სწრაფი კონტრიერიშის შემდეგ, გვილიას პასით საბა ლობჟანიძემ გაიტანა. თუმცა ქართველი ფეხბურთელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-ე წუთზე, ჯაბა კანკავამ საჯარიმოში წესების დარღვევით ითამაშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა, მსაჯმა კი 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად კრისტიან ერიკსენმა შეასრულა….

მეტი

ვლადიმირ ვაისი: ჯაბა კანკავა ნამდვილი ჯენტლმენია

ვლადიმირ ვაისი: ჯაბა კანკავა ნამდვილი ჯენტლმენია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, გიბრალტარის წინააღმდეგ ჯაბა კანკავას ქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ნამდვილი ჯენტლმენია. საუბარია 75-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც ახალგაზრდა ვატო არველაძემ 11 მეტრიანი გამოიმუშავა, მის დასარტყმელად კი ვაკო გვილია გაემართა. ეროვნული გუნდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, პენალტი სწორედ არველაძემ შეასრულა. „ჯაბა კანკავამ დიდი ჯენტლმენობა გამოიჩინა, როდესაც ახალგარდა დებიუტანტს საშუალება მისცა, თავად დაერტყა 11 მეტრიანი. ის ნამდვილი ჯენტლმენი და კაპიტანია. ეს ადასტურებს იმას, რომ გუნდში საკმაოდ კარგი ვითარებაა და ასეთი გამოცდილი…

მეტი

გიორგი ლორია კოსტანაის “ტობოლში” ითამაშებს

გიორგი ლორია კოსტანაის “ტობოლში” ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კოსტანაის “ტობოლში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz  ავრცელებს. საქართველოს ნაკრების კიპერი, “კრილია სოვეტოვიდან” წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვე უგუნდოდ იმყოფებოდა და “დინამო თბილისთან” ერთად ვარჯიშით ინარჩუნებდა ფორმას. გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 41 მატჩია. “ტობოლში” ირიცხებიან ეროვნული გუნდის კაპიტანი – ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი.

მეტი