სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილისა საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სრული მარცხით დასრულდა. “გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა…

მეტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის ექვსივე სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ტელეკომპანიას 3-თვიანი ვადა აქვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სრული თრგმანი გამოაქვეყნა, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ. “2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − “რუსთავი 2” (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს “ტელეკომპანია საქართველო”, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ. ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ: ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ…

მეტი

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს: “ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ. „იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და…

მეტი

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას, ერთი თვის განმავლობაში, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას, ერთი თვის განმავლობაში, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას, ერთი თვის განმავლობაში, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ, – ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია. 2012…

მეტი

თეა წულუკიანი: არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი!

თეა წულუკიანი: არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი!

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დღეს გამართულ ბრიფინგზე უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების თემას შეეხო და განაცხადა, რომ ვისზეც არ უნდა გავრცელეს ის, ეს მიუღებელია. მინისტრი ქალების მიმართ განხორციელებულ ტერორს გმობს და აცხადებს, რომ დედამიწაზე არ არსებობს ქალი, რომელიც ფარ-ხმალს დაყრის, რადგან ქალები ძლიერები არიან. “მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ…

მეტი

NGO-ების ბრალდებებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე “გაუგონარს” უწოდებს

NGO-ების ბრალდებებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე “გაუგონარს” უწოდებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, წინასააჩევნოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის თაობაზე, საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. მან ბრალდებას “გაუგონარი” უწოდა და აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომლები შეურაცხყოფილნი არიან. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ისინი გვაბრალებენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ…

მეტი