რევია-კაზაკოვას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რევია-კაზაკოვას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ისტორიაში პირველად, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული წყვილი მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა და 0.05 ქულა აშორებდა რუსეთის წარმომადგენელ შანაევა-ნარიჟნის დუეტს. თავისუფალ პროგრამაში, რევია-კაზაკოვას წყვილი მე-18 ნომრად იყო განთესილი. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა 176.19 ქულა მოაგროვეს, მესამე პოზიციაზე გასული რუსეთი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, საქართველოს 1.02 ქულით ჩამორჩა. რევია-კაზაკოვას წყვილს ოქროს მედლამდე 0.99 ქულა დააკლდა. ტალინში ოქროს მედალს…

მეტი

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55კგ), ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა იაპონელი შოთა ოგავა, აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ხაკანშას შეხვდება, რომელმაც სენსაცია მოახდინა და მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი აზიზლი, დრამატულ დაპირისპირებაში, 5:11 დაამარცხა. დღესვე, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლაშა გობაძე (82კგ).

მეტი

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

ქართველმა მოცეკვავე წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, 10 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წლის სპორტული სეზონი საჩვენებელი გამოსვლა სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით დაასრულა. “ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით, წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ…

მეტი