ისნის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობა დაასრულა

ისნის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობა დაასრულა

ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, მეტრომშენის დასახლებაში, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა დასრულდა. რეკრეაციულ სივრცეში გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით. მოეწყო ლითონის დეკორატიული ღობე და საფეხმავლო ბილიკები. სკვერში არსებული ბეტონის კედელი ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოიხატა. ასევე, მოეწყო კიბეები და სკვერი ადაპტირდა შშმ პირებისთვის. მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.

მეტი

ისნის გამგეობა შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს

ისნის გამგეობა  შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ავარიული სახლების გამაგრება ავლაბარსა და ნავთლუღში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ურბნისის ქუჩა N7, წერეთლის ქუჩა N12-ში, ერისთავის ქუჩა N15, გურჯაანის ქუჩა N22, გუთნის ქუჩა N14, კოშკოვანის ქუჩა N25 და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167. ამ დროისთვის, შვიდივე მისამართზე, საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის მაგრდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლები…

მეტი

ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, ქუჩაზე ეწყობა გარე განათების ახალი სისტემა და მონტაჟდება LED განათების ლამპიონები. სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. “წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ. აღნიშნულ მონაკვეთში,…

მეტი

ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის  სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს. ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. “წელს, ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში…

მეტი

ისნის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ორ მისამართზე დაიწყო, მათ შორის, წერნაკის ქუჩაზე, სადაც ,პროექტის პირველ ეტაპზე, 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 16 000 ლარია. გამგეობა წერნაკის ქუჩის სხვა მონაკვეთებში გზის სავალ ნაწილს მიმდინარე წელს ეტაპობრივად მოაწესრიგებს. საგზაო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სამგორის ქუჩა N16-ში, სადაც გასულ წელს მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო…

მეტი