ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში, 410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა. აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440…

მეტი

ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5 გ-ს მიმდებარედ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11 კორპუსთან და ამავე გამზირის N39 კორპუსის…

მეტი

ისნის გამგეობა ოთხი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტს ახორციელებს

ისნის გამგეობა ოთხი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტს ახორციელებს

ისნის რაიონში, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის აღდგენა ხდება, ხოლო დოდაშვილის ქუჩის N23-სა და არმაზის ქუჩის N17-ში მდებარე თბილისურ ეზოში, ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ქეთევან წამებულის გამზირის N63ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის გამაგრება  ხდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლების ჩასმა…

მეტი

ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან  ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. „ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ…

მეტი

ისნის რაიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. „მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო…

მეტი

ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერი, მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კახა კალაძე ადგილობრივებს პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას დაჰპირდა. თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. „ისნის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით,…

მეტი

ვაზისუბანში ახალი სკვერი მოეწყობა

ვაზისუბანში ახალი სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. 850 კვ.მ ფართობზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდება ლამპიონები და მოეწყობა დეკორატიული ღობე. სკვერში ასევე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები. სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელა. “წლის…

მეტი