ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო

ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოაწყო. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფიტნეს ზონაც. სკვერი ისნის რაიონის…

მეტი

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლე აბანო. „პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის…

მეტი

ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა. აღნიშნულ მისამართზე, შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე  პარკინგი მოეწყობა, ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ავტოფარეხების დემონტაჟთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. “მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ…

მეტი