გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

როგორც “რეკორდერს” ფრონტექსის წარმომადგენელმა, ირმა ცირამუამ აცნობა, ლაინერი, რომლითაც ქართველებს  გერმანიიდან დააბრუნებენ, თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს დაჯდება. 50-მდე მოქალაქის დეპორტი დიუსელდორფიდან სპეცრეისით მოხდება. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება. ცოტა ხნის წინ, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქე გამოაძევეს. მანამდე კი, გერმანიიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის არაერთი მაძიებელი გამოუშვეს. როგორც ცნობილია, გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, თავშესაფარზე ქართველებს უარს ეუბნებიან და სწრაფი წესით, მათ დეპორტაციას ახორციელებენ.  

მეტი

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც “რეკორდერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყალბი პასპორტების გამოყენების ფაქტზე, ავსტრიის დედაქალაქში 15 ქართველია დაკავებული, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სადეპორტო განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ავსტრიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა ცირამუამ “რეკორდერს” განუცხადა, რომ დაკავებულები სლოვაკური, უნგრული, პოლონური და სხვა ევროპული ქვეყნების ყალბი პასპორტებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აპირებდნენ გადასვლას. “ისინი ქართული პასპორტებით ქუთაისი-ვენის რეისით ჩამოფრინდნენ, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი, წინასწარ ნაყიდი ბილეთებით, აეროპორტში…

მეტი