ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მათი მხრიდან “კატასტროფული შეცდომაა”

ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მათი მხრიდან “კატასტროფული შეცდომაა”

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს. ამ განცხადებით, რამდენიმე დღიანი უარის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით. ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ. შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის…

მეტი

ირანი: უკრაინული ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა

ირანი: უკრაინული ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელმაც გასულ ოთხშაბათს ავიაკატასტროფა განიცადა, აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა, – ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ დასკვნაში. ავიალაინერი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. “თვითმფრინავს, რომელიც თავდაპირველად დასავლეთისკენ მიდიოდა, პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან მარჯვნივ აიღო გეზი და აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა”, – განუცხადა სააგენტოს დირექტორმა, ალი აბეძადემ ირანულ საინფორმაციო სააგენტო “ტასმინს”. მისი თქმით, პილოტს არ უცნობებია დისპეჩერისთვის ბორტზე შექმნილი საგანგებო…

მეტი

ომი თუ მშვიდობა – რა უპასუხა ტრამპმა ირანის თავდასხმას

ომი თუ მშვიდობა – რა უპასუხა ტრამპმა ირანის თავდასხმას

დონალდ ტრამპის მიმართვას ამერიკელი ნაციისადმი მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში სულმოუთქმენლად ელოდა: რა იქნება აშშ-ის პასუხი ირანის საჰაერო თავდასხმაზე, რაც, თავის მხრივ, თეირანის საპასუხო ქმედება იყო ერაყში გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ. მაშ ასე, მთავარი გზავნილები, რომლებიც თავის 10 წუთიან გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა გააჟღერა: “სანამ პრეზიდენტი ვარ, ირანი ვერასდროს იქნება ბირთვული სახელმწიფო”, – ეს იყო პირველი წინადადება, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ მისალმებამდე თქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, საბედნიეროდ, ირანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ,…

მეტი

ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა

ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ბოლო შეზღუდვებზე, რომლებსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებს. ეს შეთანხმება 2015 წელს, თეირანსა და 6 საერთაშორისო შუამავალს (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი) შორის გაფორმდა. თეირანი აცხადებს, რომ ვალდებულებების შესრულებას სანქციების მოხსნის შემთხვევაში დაუბრუნდება. ის, ასევე, თავის გადაწყვეტილებას პირდაპირ უკავშირებს გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობას. “ირანი საბოლოოდ იტყვის უარს ბირთვულ შეთანხმებაში დაწესებულ შეზღუდვებზე, განსაკუთრებით, მათზე, რომლებიც ცენტრიფუგების რაოდენობას ეხება. ამრიგად, ირანის ბირთვულ პროგრამას არანაირი შეზღუდვა არ ექნება წარმოების მხრივ, ასევე, ამ…

მეტი

“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

შიიტები მთელი მსოფლიოდან ირანელ გენერალს, ქასემ სულეიმანის დასტირიან, რომელიც ამერიკული ავიადარტყმის შედეგად პარასკევს დაიღუპა. შაბათს, სულეიმანის დაკრძალვაზე ბაღდადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ხმამაღალი შეძახილებით: “სიკვდილი ამერიკას!” ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი, ქასემ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე მოკლეს, რომელმაც გენერალს “მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი” უწოდა. დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად ამწვავებს. ახლა ყველა იმის გამოცნობას ცდილობს, გადაიზრდება თუ არა ამერიკულ-ირანული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში….

მეტი

ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ელიტური ირანული სპეცდანაყოფების მეთაური, ქასემ სულეიმანი იმის გამო მოკლეს, რომ “ომი დასრულებულიყო, კი არ დაწყებულიყო”. “სულეიმანის ტერორის ბატონობა დასრულდა, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა ფლორიდაში მდებარე მარ-ალაგოს რეზიდენციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, – აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა შეუდარებლად ზუსტი დარტყმა განახორციელეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი – ქასემ სულეიმანი მოკლეს. იგი საშინელ, გარდაუვალ თავდასხმებს ახორციელებლდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე, მაგრამ ჩვენ ის დანაშაულის ადგილზე გამოვიჭირეთ და მისი ლიკვიდაცია მოვახდინეთ”. გენერალი ქასემ…

მეტი

33 წლიანი პატიმრობა და 148 როზგი – ირანელ ადვოკატ ქალს განაჩენი გამოუტანეს

33 წლიანი პატიმრობა და 148 როზგი – ირანელ ადვოკატ ქალს განაჩენი გამოუტანეს

ნასრინ სოტუდეს სახელი კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ ირანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იურისტი, რომელიც სასამართლოში ოპოზიონერ აქტივისტებს, სიკვდილმისჯილებს და იმ ქალებს იცავს, რომლებიც ჰიჯაბის იძულებით ტარებას ეწინააღმდეგებიან, თავადაც არაერთხელ აღმოჩენილა გისოსებს მიღმა. 2018 წლის ივნისში 55 წლის უფლებადამცველი ისევ დააპატიმრეს და თეირანში, ევინის ქალთა ციხეში ჩასვეს. ირანში ყველა, ვინც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ გამოდის – დამნაშავეა. ამგვარი დამნაშავეებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას კი ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ თვლის. ნასრინ სოტუდე, რომლის დაცვის ქვეშ ნობელის…

მეტი