სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. ატაცში, ლაშა ტალახაძემ, პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დაძლია, მეორეზე კი – 218, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში, პირველ მისვლაზე, ქართველმა ფალავანმა 245 კგ დაძლია, მეორეზე კი, აშხაბადში დაძლეული 257 კგ გააუმჯობესა, 260 კილოგრამი დასძლია და აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც, ორი რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ 478 კგ დაძლია. რაც შეეხება…

მეტი

ძალოსნობის ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თურმანიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსნობის ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თურმანიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის მედალი და ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ლაშა ტალახაძის გამოსვლამდე, სამივე მისვლაზე 195, 201 და 206 კგ დააფიქსირა და 206 დაძლეული წონით საუკეთესო მეორე ადგილი აჩვენა ატაცში. რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, მან პირველ მისვლაზე 208 კილო დაძლია, მეორეზე კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 218 კილოგრამი აიტაცა. სულ მალე, დარჩენილი მედლები აკვრასა და ორჭიდის ჯამში გათამაშდება.

მეტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე ბათუმის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე კი 218 კილო აწია, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მესამე მისვლაზე უარი თქვა. +109 კგ წონით კატეგორიაში, მეორე ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ერგო, რომელმაც ლაშა ტალახაძის გამოსვლამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველ მისვლაზე 195 კგ დააფიქსირა, მეორეზე – 201, ხოლო მესამეზე – 206 კგ და ატაცში ვიცე ჩემპიონის ტიტულის…

მეტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, გიორგი ასანიძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ევროპის ჩემპიონატისთვის, გიორგი ასანიძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ, დღეს, ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ევროპირველობაზე ქართველი ძალოსნები ასეთი შემადგენლობით წარსდგებიან: 55 კგ.- გიორგი დოკვაძე 61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე 67 კგ. – გოგა ჩხეიძე 73 კგ. – არჩილ მალაყმაძე 81 კგ. – ლომია თებიძე 89 კგ. – რევაზ დავითაძე 96 კგ. – ანტონ პლესნოი 102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე +109 კგ. – ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე  გიორგი…

მეტი