ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, “ვანოს შოუს” გადაღებაზე იმყოფებოდა. კომპანიის შენობიდან გასვლის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ექვსიდან ცხრა წლამდე.

მეტი

საქალაქო სასამართლომ, “რუსთავი 2″ის წილების დაყადაღებაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ, “რუსთავი 2″ის წილების დაყადაღებაზე  ირაკლი ოქრუაშვილის  სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. ოქრუაშვილის განმარტებით, მათ ახლა ორი არჩევანი აქვთ – გაასაჩივრონ განჩინება ან შეიტანონ სარჩელი და ხელახლა მოითხოვონ ყადაღა. მისივე თქმით, ის იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მიიღებს. “საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა “რუსთავი 2″-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა…

მეტი

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს. ოქრუაშვილსი ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის. ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. სარჩელი…

მეტი