გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი(125კგ) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 6:6-ზე, ბოლო ორი ქულის წყალობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვისაც რევანში აიღო. გენო პეტრიაშვილმა აკგული 2017 წლის პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც დაამარცხა. გასულ წელს კი, ბუდაპეშტში, თურქი ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა. გენომ კი ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავის ტიტულის დაცვა. გენო პეტრიაშვილმა, გარდა ოქროს მედლისა,…

მეტი

ირაკლი მწითურმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა

ირაკლი მწითურმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი მედალი მოიპოვა. ჯერ-ჯერობით, ერთადერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი მწითურია (92კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძელი ყაზახი მეტოქე 1:2 დაამარცხა. ირაკლი მწითურმა ნახევარფინალური დაპირისპირება, გუშინ, მოქმედ ჩემპიონ კოქსთან დათმო, დღეს კი ბრინჯაო ხელიდან აღარ გაუშვა. დღესვე, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი(125კგ), რომელიც ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება.

მეტი

ბექა ლომთაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბექა ლომთაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა, ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ინდოელი ავარე 10:6 დაამარცხა, თუმცა, ლომთაძეს პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 7:1 მიჰყავდა. დღესვემ, 97 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა ელიზბარ ოდიკაძე. სანდრო ამინაშვილმა კი (86კგ) 1/16 ფინალში წააგო უზბეკ მეტოქესთან. დღესვე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ყაზახეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება. ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)…

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან. გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე. ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ…

მეტი

მწითური, გაფრინდაშვილი და ბოლქვაძე კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან

მწითური, გაფრინდაშვილი და ბოლქვაძე კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, მეორე საფინალო დღეს, კიდევ 3 ოქროს 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ირაკლი მწითურმა (92კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილმა უკრაინელი მეტოქეები დაამარცხეს და გიორგი იანტბელიძის გუნდს მორიგი ორი ოქრო შემატეს. ჯამში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ბექა როყვას გუნდიდან ტურნირის ჩემპიონის ტიტულის აღება გელა…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა. ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

ირაკლი მწითურის სასწაული – ბოლო წამზე მოგებული ბრინჯაო

ირაკლი მწითურის სასწაული – ბოლო წამზე მოგებული ბრინჯაო

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვა. კარიერაში პირველად, ირაკლი მწითური(92კგ) ევროპის ჩემპიონატზე მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ირაკლი მწითურმა რუსი მაგომედ კურბანოვი შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე დაამარცხა, მაშინ, როდესაც 3:1-ს აგებდა და ბოლოს მოპოვებული ორი ქულის ხარჯზე, 3:3 ანგარიშზე იმარჯვა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს რიგით მეხუთე მედალია. ბექა ლომთაძემ დღეს ფინალი სომეხ არსენ არუთუნიანთან დათმო, ბრინჯაოს კი – ელიზბარ ოდიკაძე, ნიკა და ავთო კენჭაძეები დაეუფლნენ.

მეტი

დათო მარსაგიშვილმა ირაკლი მწითური ორჯერ დაამარცხა – ქართველი მოჭიდავე ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალშია

დათო მარსაგიშვილმა ირაკლი მწითური ორჯერ დაამარცხა – ქართველი მოჭიდავე ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალშია

დღეს, ნიუ-დელიში დასრულდება ინდოეთის საკლუბო ლიგის “Pro Wrestling League”-ის მეოთხე სეზონი, სადაც ევროპის 2-გზის ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის, დათო მარსაგიშვილის “პანჯაპ როიალსი” ფინალში “არიანა ჰამერს” -ს შეხვდება. მარსაგიშვილმა, რომელიც 86 კგ კატეგორიაში ასპარეზობს (დაშვება +3კგ), ფინალამდე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე გამარჯვებით დაასრულა, ინდოელი მეტოქეები პუნია 10-2, პრავეენი 12-0 და დიპაკი აშკარა უპირატესობით  -10-0 დაამარცხა, “არიანა ჰამერს”-ის წევრ ბელარუსების დაღესტნელ ფალავან ალი შაბანოვს 7-4 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ისევე როგორც ნახევარფინალში, პანჯაპელებმა ირაკლი მწითურის…

მეტი

ძმებმა კენჭაძეებმა საქართველოს ჩემპიონატიც მოიგეს

ძმებმა კენჭაძეებმა საქართველოს ჩემპიონატიც მოიგეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) საქართველოს ჩემპიონია. 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, მან და მისმა ძმამ, ნიკა კენჭაძემ (79კგ), საქართველოს ჩემპიონატიც ოქროს მედლებით დაასრულეს. ძალიან დაძაბული გამოდგა ფინალი 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ავთო კენჭაძეს გიორგი სულავა უპირისპირდებოდა. საბოლოოდ, შეხვედრა კენჭაძის გამარჯვებით – 16:8 დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, თბილისის სპორტის სასახლეში დღეს სრულდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მედლების კომპლექტი ყველა წონით კატეგორიაში გათამაშდა. ბოლო ფინალური დღის შედეგები ასეთია: 57 კგ ოთარ გოგავა…

მეტი