გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან, ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან აიყვანეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა…

მეტი

ირაკლი კვარაცხელია – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

ირაკლი კვარაცხელია – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

ოკუპირებულ რეგიონში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა თაგილონი-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, რუსული სამხედრო ბაზიდან მედდა გამოეძახებინათ. მედიკოსი მკაცრად გააფრთხილეს, რომ სასტიკად ნაცემი ბიჭის მდგომარეობის შესახებ არაფერი ეთქვა. არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას ცემის ფაქტზე ინფორმაციამ მაინც გაჟონა,…

მეტი