ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, დარჩეს თანამდებობაზე. მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი, საქართველომ გუშინ შუადღემდე გაიმარჯვა, დაანახა, რა მსოფლიოს ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარს პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ. მართლმადიდებლობის საპრლამენტო ასამბლეას საქართველოში ქუცნაშვილი…

მეტი

ირაკლი კობახიძე გადადგა

ირაკლი კობახიძე გადადგა

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. მან პოსტი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. ამის შესახევ კი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო,…

მეტი

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პასუხი მოსთხოვა

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პასუხი მოსთხოვა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს პარტიის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო პროტოკოლიური შეცდომა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. “სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი…

მეტი

საპარლამენტო უმრავლესობას ღილაკები აერია

საპარლამენტო უმრავლესობას ღილაკები აერია

პარლამენტმა კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს ხელმეორედ კენჭი აღარ უყარა. კენჭისყრამდე ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონ განაცხადა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებდა. “მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ. ჩათვალეთ, ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან,”- მიმართა დეპუტატებს კვაჭანტირაძემ. მანამდე კი პარლამენტში მოვლენები კურიოზულად წარიმართა. უმრავლესობამ კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა და განმეორებითი კენჭისყრა ჩანიშნა.  კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი…

მეტი

პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალურ და ბინძურ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალურ და ბინძურ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა” უწოდა: „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი – კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე – ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია. „უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა…

მეტი