როგორ შეხვდა მსოფლიო 2020 წელს

როგორ შეხვდა მსოფლიო 2020 წელს

მსოფლიომ 2020 წლის ათვლა დაიწყო. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში ახალი ათწლეულის დადგომას. ლონდონის ცენტრში 2000-მდე ფოიერვერკი გაუშვეს.  ტრადიციული სვლა ჩირაღდნებით შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში 2 ფიგურის გამოსახვით დასრულდა: მეგობრებს ხელი აქვთ ერთმანეთისთვის გაწვდილი.  ტყის მასშტაბური ხანძრების მიუხედავად, რომელსაც  ქვეყნის სამხრეთით ებრძვიან, ავსტრალიის დედაქალაქში ახალი წელი ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკებით აღნიშნეს. სიდნეის მერმა კლოვერ მურმა განაცხადა, რომ ზეიმის გაუქმებას არ აპირებს, რადგან დღესასწაული ადამიანებს ახალ იმედებს აძლევს.  ჰონკონგში, უკვე ნახევარი წელია, მასობრივი დემონსტრაციები და შეტაკებები…

მეტი

73 წლის ინდოელმა ქალმა ტყუპები გააჩინა

73 წლის ინდოელმა ქალმა ტყუპები გააჩინა

ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში, ადგილობრივმა მანგაიამა იარამატიმ 73 წლის ასაკში ტყუპები გააჩინა.  ახალშობილი გოგონები და მათი დედა თავს კარგად გრძნობენ. მამა – 82 წლის სიტარამა რაჯარაოა, რომელიც შვილების დაბადებიდან რამდენიმე საათში, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, საავადმყოფოში მოხვდა. მან ჟურნალისტებისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ძალიან ბედნიერია. ინდოელი წყვილი შვილების გაჩენას წლების მანძილზე ამაოდ ცდილობდა. არაერთგზის უშედეგო მცდელობის მიუხედავად, იმედი მაინც არ დაუკარგავთ და ბოლოს, 70 წელს გადაცილებული ინდოელი ქალი, ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების (ინ ვიტრო) შედეგად, დაფეხმძიმდა….

მეტი

კუმბჰა მელა – მსოფლიოს ყველაზე მასობრივი რიტუალი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს

კუმბჰა მელა – მსოფლიოს ყველაზე მასობრივი რიტუალი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს

15 იანვრიდან 4 მარტამდე, ქალაქ პრიაგრაჯში (ალაჰაბადი), ინდოეთის ჩრდილოეთით, 120 მილიონი მლოცველი მდინარე სანგამში განიბანება. ამ ადგილას, ერთმანეთს უერთდება განგი, იამუნა და მითიური მდინარე სარასვატი.  ინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ “კუმბჰა მელა” (ასე ეწოდება რიტუალს) ცოდვებისგან განწმენდს და “მოკშას” მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარება, რაც მათ დაბადებისა და სიკვდილის უწყვეტი მონაცვლეობისგან გაათავისუფლებს.    რიტუალს ზოგჯერ “ქოთნების ზეიმსაც” ეძახიან, რადგან ის უკავშირდება ლეგენდას – როგორ იბრძოდნენ უმაღლესი და უმდაბლესი ძალები, უკვდავების ნექტრის ჭურჭლის მოსაპოვებლად.    რელიგიური ფესტივალის პირველ დღეს…

მეტი

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება – „ერთობა“ დადგეს. ძეგლი განდის მიმდევრის, სარდარ ვალაბჰაი პატერის პატივსაცემად ააგეს, რომელიც ინდოეთის შტატების გამაერთიანებლად ითვლება.   ქანდაკება ინდოეთის პრემიერის, ნარენდრა მოდის საყვარელი ქმნილებაა. მას 5 წლის მანძილზე აგებდნენ. სტატუის პროექტს ინდოეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა – მისი ღირებულება 430 მილიონი დოლარია.   ფოტოები: GETTY IMAGES

მეტი