73 წლის ინდოელმა ქალმა ტყუპები გააჩინა

73 წლის ინდოელმა ქალმა ტყუპები გააჩინა

ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში, ადგილობრივმა მანგაიამა იარამატიმ 73 წლის ასაკში ტყუპები გააჩინა.  ახალშობილი გოგონები და მათი დედა თავს კარგად გრძნობენ. მამა – 82 წლის სიტარამა რაჯარაოა, რომელიც შვილების დაბადებიდან რამდენიმე საათში, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, საავადმყოფოში მოხვდა. მან ჟურნალისტებისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ძალიან ბედნიერია. ინდოელი წყვილი შვილების გაჩენას წლების მანძილზე ამაოდ ცდილობდა. არაერთგზის უშედეგო მცდელობის მიუხედავად, იმედი მაინც არ დაუკარგავთ და ბოლოს, 70 წელს გადაცილებული ინდოელი ქალი, ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების (ინ ვიტრო) შედეგად, დაფეხმძიმდა….

მეტი