ილონ მასკის უფასო”მსოფლიო Wi-fi” ამუშავდა

ილონ მასკის  უფასო”მსოფლიო Wi-fi” ამუშავდა

Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ დაანონსებული “მსოფლიო Wi-fi” ამუშავდა. ამის შესახებ თავად მასკმა, პირად “ტვიტერზე” დაპოსტა. ილონ მასკის ეს პროექტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობას უფასო ინტერნეტზე წვდომას მისცემს. როგორც პროექტის ავტორი ღნიშნავს, პროგრამა შემოწმდა და მალე სრულყოფილად იფუნქციონირებს. Tesla-ს დამფუძნებლმა შეტყობინება სწორედ თანამგზავრული ინტერნეტის ქსელით გააგზავნა. “მსოფლიო Wi-fi” სრული დატვირთვით 2020 წლიდან ამოქმედდება.

მეტი

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

კერძო კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა შექმნა, წარმატებით დაეშვა ატლანტიკის ოკეანეში, 450 კმ-ის დაშორებით კანავერალიდან (ფლორიდა). კაფსულას დაშვების ადგილას სამაშველო გემი “სერჩერი” ელოდებოდა. ნასა-ს სპეციალისტების განცხადებით, კოსმოსური ხომალდის დედამიწაზე დაბრუნება იყო გამოცდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ვინაიდან დაშვება ფრენის პროცესის ყველაზე სახიფათო ნაწილია. მეცნიერებს სურდათ, შეემოწმებინათ, რამდენად კარგად დაიცავს მომავალ ეკიპაჟს ხომალდის ახალი თბოდამცავი გარსი, რომელიც ადრინდელი “შატლებისგან” განსხვავებულია. გაფრენის დროს, კოსმოსური ხომალდის ბორტზე ეკიპაჟი არ იმყოფებოდა. კოსმოსში მანეკენმა იმოგზაურა. Crew Dragon-ი მსოფლიო…

მეტი

ილონ მასკის ახალმა კოსმოსურმა ხომალდმა – Crew Dragon პირველი გაფრენა განახორციელა

ილონ მასკის ახალმა კოსმოსურმა ხომალდმა – Crew Dragon პირველი გაფრენა განახორციელა

დღეს, ადგილობრივი დროით დილის 2:49 საათზე, კოსმოსში წარმატებული გაფრენა განახორციელა მძიმე რაკეტა-მზიდმა Falcon 9, რომელზეც Crew Dragon-ის ახალი კოსმოსური ხომალდი იყო განთავსებული. ილონ მასკის ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უნდა მიაღწიოს და დედამიწაზე დაბრუნდეს. Crew Dragon გათვლილია 7 კაციან ეკიპაჟზე და თავის პირველ ფრენას ის უპილოტოდ განახორციელებს. გაფრენა კალიფორნიულმა კომპანიამ SpaceX-მა განახორციელა. სტარტიდან 11 წუთის შემდეგ, მართვის ცენტრიდან მოვიდა შეტყობინება, რომ Сrew Dragon-ის წარმატებით გამოეყო Falcon 9-ს, რომელიც უკვე დაბრუნდა დედამიწაზე და ატლანტიკის ოკეანეში მოდრეიფე პლატფორმაზე დაეშვა, ფლორიდადან 500 კმ-ში….

მეტი