გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა

გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ…

მეტი

გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც, რადგან ასეთ მნიშვნელოვან საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ მხარეები. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და…

მეტი

გიორგი გახარია: პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფთ, არამედ აკავშირებთ

გიორგი გახარია: პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფთ, არამედ აკავშირებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში. პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. „გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში. არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას…

მეტი