სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება: “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ…

მეტი

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა

ნატო-ს შტაბ-ბინაში ხელი მოეწერა ჩრდილოეთ მაკედონიიის რესუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს. ღონისძიებას დაესწრო მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. “დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია,” – ამის შესახებ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ნატო არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ვაშინგტონის შეთანხმებაში ჩაწერილი ღირებულებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. „ეს არის ოჯახი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა იყოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგე-ბლობა და…

მეტი