იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია. მძიმეწონოსანმა ფალავანმა, ოქროს ფინალი ბელარუს კირილ ჰრიშანკასთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მფლობელი დავით ჩხარტიშვილი (60კგ) გახდა, ხოლო ვერცხლი შმაგი ბოლქვაძეს ერგო (67კგ). საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეტი

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქაჯაიამ ოქროსთვის ფინალი თურქ რიზა კაიასთან 0:3 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაო დღეს ლევან ქავჟარაძემ (63კგ) მოიპოვა. ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს, მედლისთვის ნაკრების კიდევ ორი წევრი იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 63 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს ფინალში, ლევან ქავჟარაძემ პოლონელი ტრაცზი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (130კგ) იჭიდავებს, რომლის მეტოქეც თურქი რიზა კაიაა. ეროვნული გუნდის კიდევ ორი წევრი ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს ორი მედლისთვის იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.  

მეტი